
შშმ პირებისთვის განკუთვნილ ეტლში მჯდარმა იულია ტიმოშენკომ ევრომაიდანზე შეკრებილებს მიმართა. ექსპრემიერმა მათ გმირები უწოდა.
იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ გმირები არ კვდებიან. სიტყვით გამოსვლისას ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ევრომაიდანი არ უნდა დაიშალოს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
ევრომაიდნის ორგანიზატორებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ტიმოშენკოს გამოსვლის დროს "ტიტუშკები" პროვოკაციას გეგმავდნენ და რამდენიმე ადამიანი, ვინც პროვოკატორებად მიიჩნიეს, თავდაცვითმა რაზმმა დააკავა, თავად ტიმოშენკოს კი მისი დაცვის წევრები გადაეფარნენ.