
ბიატლონში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ელენა პიდგრუშნაიამ ფინიშის შემდეგ განაცხადა, რომ რუსი გულშემატკივრები სოჭში უკრაინის ნაკრების წევრებს შეურაცხყოფდნენ.
„ამაზე დუმილი უკვე არ შეიძლება. პირველად ვნახე სიცოცხლეში ამგვარი რამ. როგორც წესი, რუსი გულშემატკივრები აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინელებს: ტრასაზეც და ტრიბუნებიდანაც.
დღეს ჩვენ დავინახეთ, როგორ უხაროდათ რუს გულშემატკივრებს ვალია სემერენკოს შეცდომები, დავინახეთ, როგორ გვიყვიროდნენ: „წაიქეცით, თქვენი!...“. დაჯერებაც არ მინდა, რომ ისინი რუსი გულშემატკივრები იყვნენ, მაგრამ ეს ფაქტია“, – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.