
წმინდა მამა გაბრიელის ცხედარი უკვე ამოასვენეს საფლავიდან და ტაძარში გადაასვენეს.
ადგილზე მყოფ სასულიერო პირებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭილოფი, ქამარი და ნარი, რაზეც მამა გაბრიელი იყო დასვენებული, უვნებლად არის ამოღებული, ანუ არცერთ მათგანს ლპობა არ განუცდია.
ამ წუთებში სამთავროში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ელოდებიან.