
პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შსს–ს შენობა, მიმდებარე ტერიტორია, მთლიანად სამთავრობო კვარტალი და კიევის შესასვლელები ოპოზიციის კონტროლქვეშაა.
ამის შესახებ განცხადებას ევრომაიდნის სცენიდან ოპოზიციის ლიდერი ანდრე პარუბი აკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრმა კიევი წუხელ დატოვა, კიევიდან ხარკოვშია გადასული ასევე პრეზიდენტი იანუკოვიჩი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს ხანებში ციხიდან გათავისუფლებული იულია ტიმოშენკო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი კანდიდატი გახდება.