
კიევში დათო ყიფიანის გარდაცვალების მიზეზად, პირველად დასკვნაში კლინიკური სიკვდილია მითითებული. ცხედარს განმეორებითი ექსპერტიზა დღეს ჩაუტარდება.
როგორც ცნობილია, დავით ყიფიანი ოჯახთან ერთად კიევში საცხოვრებლად ერთი წლის წინ გადავიდა, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. დავით ყიფიანის ოჯახის წევრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვენ და უარყოფენ უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციას, თითქოს ის სნაიპერის ტყვიით არაა მოკლული.