ბიზნეს სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ეთანხმება

Image

პარლამენტის თავმჯდომარისა და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებთან, მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია. განხილვის საგანია შრომითი უფლებების რეგულაციები და ყველა ის საკითხები, რომელიც ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება.

 

ბიზნეს წრეებში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციიდან არ უნდა იქნას ამოღებული 94-ე მუხლი, რომელიც გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობს.

 

„ძალიან ბევრ ბიზნესს და ქართველ ბიზნესმენს და მეწარმეს პირდაპირ ჰყავს უცხოელი ინვესტორი შემადგენლობაში და ეს გამოიწვევს ქართველი ინვესტორების გაჩერებას, ეს გამოიწვევს ქართველი ინვესტორების შეფერხებას და ეს აისახება ეკონომიკაზე. ბიზნეს ასოციაციას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ უცხოური ინვესტორების  შეზღუდვა  რაიმე სახით, შეძენით ან გასხვისებით არ შეიძლება ხდებოდეს. რა საკვირველია ჩვენ მოვისმენთ მოსაზრებებს, მაგრამ ბიზნეს ასოციაციას აქვს მკაფიო პოზიცია, რომ შეზღუდვების დაწესება ზოგადად კარგი არ არის,“-განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ჭირაქაძემ.

 

გარდა ამისა საუბარია უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის საკითხზე, რომელსაც ასევე არასწორად მიაჩნიათ ბიზნესმენებს.  მათი თქმით, ნებისმიერი შემზღუდავი რეგულაცია, რომელიც კონსტიტუციაში ჩაიწერება, ქვეყანაში ინვესტიციებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

„ჩვენი პოზიციაა, რომ თავისუფლების აქტით გაწერილი ყველა ის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს ნატვირთი აქვს, დარჩეს იგივე ფორმულირებით როგორი ფორმულირებითაც დღეს არის კონსტიტუციაში. ვფიქრობთ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, ზოგადად ბიზნეს გარემოს სტაბილურობისთვის და იმ მომავალი გადაწყვეტილებებისთვის, რომელსაც კერძო სექტორი, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური ინვესტიციები იღებენ ამ ქვეყანაში ინვესტირებისთვის,“-აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი.

 

შეხვედრას ბიზნესმენების გარდა ეკონომიკური მიმართულებაზე მომუშავე არასამთავრობოებიც ესწრებიან. შეზღუდვების დაწესებას ქვეყნის ეკონომიკისთვის და საინვესტიციო გარემოსთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

„უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს ამ ქვეყანაში, სხვანაირად ჩვენ ვერც ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას ვერ მივაღწევთ. რეფერენდუმთანდაკავშირებით, თავისუფლების აქტთან დაკავშირებით, თუ ამის შეცვლა და ამოღება მოხდა, ესეც იქნება ძალიან ნეგატიური სიგნალი,“-აცხადებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისაღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე.

წყარო:რუსთავი2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?