-
2017-01-16 21:30
პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი, ენმ-ს ყოფილი ლიდერი გიგი უგულავა "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" იხსენებს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ მესიჯებით ჰქონდა ურთიერთობა, მან კი "ტელევიზორში საუბრის" ტექსტებით დაუწყო ლაპარაკი.
"მან მითხრა, მე არაფერ შუაში ვარო და მე ვუთხარი, მიშა, როცა არაფერ შუაში ხარ, მაშინაც თავში ხარ და ახლა როგორ არ ხარ არაფერ შუაში-მეთქი, მერე მიპასუხა მე არაფერ შუაში ვარ, აგერ, ხალხს ჰკითხეთო და თუ "ტელევიზორში საუბრით" უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს, მაშინ სუყველაფერი დამთავრებულია", - თქვა გიგი უგულავამ.