ნიკა რურუა გიგი უგულავას ტერმინ "უკლონისტების" გამოყენებისთვის აკრიტიკებს

Image

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს გათავისუფლებულ გიგი უგულავას ტერმინოლოგიის შერჩევა და ემოციებისგან დაცლა ურჩია ნიკა რურუამ მას შემდეგ, რაც ერთერთ კომენტარში თბილისი ყოფილმა მერმა ფრაზა "ბიბლიოთეკის უკონისტები" გამოიყენა. 

 

„გიგი აღელვებულია და ემოციურ მდგომარეობაშია. იხმარა ძალიან არაკორექტული ტერმინი იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობაში“, უკლონისტები იყვნენ მცირე ჯგუფი კომუნისტურ პარტიაში და ამ ტერმინის ხმარება აბსოლუტურად უაზროა ამ შემთხვევაში. თუ მას ცივილურ ფორმებში სურს ურთიერთობის გარკვევა, ემოციებისგან დაიცალოს, დამშვიდდეს, ტერმინოლოგია შეარჩიოს“, - თქვა ნიკა რურუამ. 

 

გიგი უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვდება ყველა ჯგუფს, მათ შორის, "ბიბლიოთეკის უკლონისტებს", თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა ტერმინ "უკლონისტებში":

 

"მე ვაპირებ, რა თქმა უნდა, შევხვდე მიშასაც, ჯერ დაველაპარაკები და მერე საშუალება როგორც კი მექნება, შევხვდები. ვაპირებ, ასევე, შევხვდე ყველა ჯგუფს, "ბიბლიოთეკის უკლონისტები" იქნებიან თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი, აუცილებლად შევხვდები ყველას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიშას და თუ არის ნახევარი პროცენტიც კი (იმიტომ, რომ როგორც ვხედავთ, ძალიან ღრმად არის პროცესები წასული), რომ ჩვენ ეს კრიზისი გავიაროთ, ისე, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ (ჩემი პოზიცია ზოგადად ცნობილია, ორი ღია წერილიც გამოვაქვეყნე) და მე ამაში რაიმე წვლილი შევიტანო, ძალისხმევას არ დავაკლებ", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

 

შეგახსენებთ, თბილისი სააპელაციო სასამართლომ დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გიგი უგულავას განაჩენში ცვლილება შევიდა და მისთვის პატიმრობის ვადად 1 წელი, 3 თვე და 22 დღე განისაზღვრა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !