
ბოლო დროს მის სახელთან დაკავშირებული ცილისმწამებლური კამპანიის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მეგის ქარდავამ კომენტარი გააკეთა.
მან თავისი პოზიცია "აფხაზეთის ხმას" ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის მეშვეობით მიაწოდა:
"მე არასოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მე ვემსახურებოდი საქართველოს და ყოველთვის დავიცავ მის ინტერესებს, სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო! " - აცხადებს მეგის ქარდავა.