გიორგი კორახაშვილი: "არ დაუჯეროთ ამ თაღლითსა და ორღობის ქოსატყუილას!"

Image

მედიაჰოლდინგ "აფხაზეთის ხმის" დამფუძნებელი, კომპანია "ალგორითმის" ხელმძღვანელი, ამჟამად უკრაინაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი "ფეისბუქში" სკანდალურ ფაქტს იხსენებს.

 

გიორგი კორახაშვილი ეხება იმას, თუ როგორ ამბობდა უარს ივანიშვილი სკოლებისთვის ნეთბუქების ჩუქებაზე და ზოგადად, საქართველოს ყოფილი პრემიერის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს.

 

გიორგი კორახაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მის გვართან დაკავშირებული ყველა ბიზნესი მხოლოდ იმიტომ გაანადგურა, რომ ივანიშვილისგან განსხვავებით, მას მეგობრობა შეუძლია და ქუჩაში არ გააგდო იმ ადამიანის (ვანო მერაბიშვილის, - რედ.) ოჯახი, ვისიც ივანიშვილს ეშინია:

 

"ეს ადამიანი არის თაღლითი და მწამებელი, მისი პოლიტიკა არის მოგუდვის და მოხუთვის, ნელ ნელა ხრჩობის - დინამიზმის გარეშე, ეს არის ადამიანი, რომელსაც პირადი უსაფრთხოების და კეთილდღეობისთვის შეუძლია ყველა და ყველაფერი გაყიდოს, დაახურდაოს და გააფარჩაკოს.

 

ეს არის თვალთმაქცი, ტლუ და აფერისტი პირდაპირი გაგებით, ზუსტად ასეთ თავხედ და გაუნათლებელ, უინტელექტო პირებს არჩევდა ФСБ გუბერნატორ-მილიარდერებად 90-იან წლებში. ადამიანი, რომელსაც ბიზნესის აწყობის უნარი არ გააჩნია, რომელმაც ჰაერში ფულის ყრისა და უაზრო სიძუნწის გარდა არაფერი არ იცის, ინსტინქტიც კი არ გააჩნია პატრიოტიზმის, მეგობრობის და ადამიანების სიყვარულის...

 

ეს არის დაბალი დონის მევახშე, რომელსაც ცხოვრებაში არც წარმოება და არც ბიზნესი არ აუწყვია, ადამიანი-ბოღმა, პოლიტიკას პირად გრძნობებში ურევს და ყველას ძირავს, ვისიც ეშინია...

 

ერთ ამბავს გავიხსენებ: 2008 წელს, ომამდე გადაწყვიტა სკოლებისთვის კომპიუტერები ეყიდა, "ალგორითმი" შევიდა "ქართუს" გამოცხადებულ ტენდერში და მოიგო პატიოსნად, შესაბამისად, ავიღეთ საბანკო გარანტია და გამოვიდა საქართველოსკენ კომპიუტერები, ფოთში შემოვიდა, გვირეკავს ლილუაშვილი, ბიძინამ გადაიფიქრა კრიზისთან დაკავშირებით კომპიუტერების ჩუქება საქართველოს სკოლებისთვის და კონტრაქტი დავხიოთო, ეს იყო პირდაპირი გაკოტრება ჩვენი კომპანიისთვის, ხოლო ბავშვებისთვის დაპირებულის არშესრულება.

 

უარი ვუთხარი დახევაზე და კი ბატონო, ჩვენს ძვირადღირებულ ადვოკატებთან გექნება საქმეო, საერთოდ გაგანადგურებთო, დამემუქრენ მისი დირექტორები. გამოსავალი არ იყო, საერთო მეგობარმა ბერამდე მიიტანა ამბავი და მისი ხათრით ინება ხონთქარმა თავისივე ამყაყებული საქმის გამოსწორება.

 

2013 წელს ანალოგიურად მოიგო "ალგორითმმა" კონსოლიდირებული ტენდერი, ანალოგიურად შეასრულა ყველა პირობა, ისევ საბანკო გარანტიით და ისევ გადაგვაგდო ხონთქარმა ზუსტად იგივენაირად, ახლა უკვე ღარიბაშვილის ხელით, ბინძური მეთოდებით - მთელი მთავრობა გასვარა და გაანადგურა 25 წლის გამოცდილების კომპანია.

 

ჩემს გვართან დაკავშირებული ყველა ბიზნესი გაანადგურა და მიწასთან გაასწორა, მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო, მხოლოდ იმისთვის, რომ მისგან განსხვავებით, მეგობრობა შემიძლია და რომ ქუჩაში არ გავყარე იმ ადამიანის ოჯახი, ვისიც სიჩმორის გამო ეშინია სიკვდილივით...

 

უბრალოდ, ვისაც საქართველო გიყვართ, თქვენი ოჯახები გიყვართ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ელემენტარული ადამიანური თვისებები, აღარ დაუჯეროთ ამ თაღლითს და ორღობის ქოსატყუილას, რადგან მისი ფული პირდაპირ მიმართულია ჩვენი ქვეყნის განადგურებისთვის, ჩვენი შვილების მონებად ქცევისთვის!!!", - წერს გიორგი კორახაშვილი "ფეისბუქზე".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !