ჩოჩელის დედა ხუნდაძეს მიმართავს: "კონკურენტის მშობლებს მზირები ჩაუსაფრეთ..."

Image

ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის დედა ბელა ჩარიგოგდიშვილი დიმიტრი ხუნდაძეს ღია წერილით მიმართავს და წერს, რომ სამარცხვინოა კონკურენტის მშობლებს მზირები ჩაუსაფრო და ყოველი ნაბიჯი უკონტროლო. "აფხაზეთის ხმა" ამ წერილს უცვლელად აქვეყნებს.

 

"გამარჯობა, ბატონო დიმიტრი! არ მინდოდა გამოპასუხება, მაგრამ მაიძულეთ. არ ფიქრობთ, რომ ცეზარ ჩოჩელის მშობლების თვალთვალით ყველა დასაშვებ ზღვარს გადასცდით? შალვა ჩოჩელი თავისუფალი კაცია, სადაც უნდა და ვისაც უნდა იმას შეხვდება, ამის დაშლა კი საკუთარ შვილებსაც არ შეუძლიათ, არათუ ვიღაც დეპუტატობის კანდიდატს. 

 

თქვენს ადგილას სხვას ძალიან შერცხვებოდა იმის საჯაროდ გამოტანა, რომ თქვენი კონკურენტის მშობლებს მზირები ჩაუსაფრეთ და მათ ყოველ ნაბიჯს აკონტროლებთ. ისე სხვათა შორის, გუშინ ერთ ერთმა ,,პატიოსნად’’ მიმაცილა სტილისტის სახლამდე, მადლობა ამისთვის და იმისთვისაც, რომ იქიდანაც ერთი წუთით არ მოუშორებია თვალი, თორემ წნევიანი ვარ და ის, რომ არა, ვინ იცის რა მოხდებოდა.

 

აი, სად გამოჩნდა თქვენი, როგორც ექიმის გულისხმიერება. ალბათ უკვე გაცნობებდათ ის შავტუხა ბიჭი, რომ შინ მშვიდობით დავბრუნდი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისა და ზრუნვისთვის. მადლობას გიხდით იმისთვისაც, რომ როგორც იქნა ხალხმა თქვენი წყალობით ,,გაიგო’’ ჩვენი მუდმივი საცხოვრებელი. დიახ, მე და ჩემი მეუღლე წეროვანში ვცხოვრობთ.

 

თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთი დღე არ ვტოვებ აქაურობას, რადგან ჩემს ხალხთან ახლოს ყოფნა საკუთარ სახლთან, კუთხესთან განშორებას მიმსუბუქებს. ჩვენ ახალგორელი დევნილები წეროვანში ვიქნებით, წილკანში, ფრეზეთსა თუ საგურამოში, ერთი დიდი განუყოფელი ოჯახი ვართ. ჭირიც საერთო გვაქვს და ლხინიც.

 

ოჯახში კი სადაც ამდენი ადამიანი ცხოვრობს, ზოგჯერ იუდაც გამოერევა, მაგრამ არაუშავს, ,,მიუტევე და მოგეტევებაო’’ და ,,უძღები შვილი’’ მაინც დაუბრუნდება თავის ადგილს, თავის ხალხს. ასე, რომ, ბოლომდე ნურავის ენდობით, ვინც გროშებისთვის თავისას ღალატობს, სხვას, მით უმეტეს არ დაინდობს და როგორც კი საშუალება მიეცემა, მასაც ,,გაყიდის’’.

 

თქვენ მიერ წამოწეულ ერთ საკითხსაც მინდა შევეხო - ,,ზედაზენი’’ არჩევნების საჯილდაო ქვად არ არის შექმნილი, იგი დევნილთა დასაქმებისთვის აშენდა. თქვენ კი ცდილობთ ამ არაჩვეულებრივ კოლექტივში განხეთქილება შეიტანოთ და ამით ქულები დაიწეროთ. ვფიქრობ, ცარიელი ანკესი შეგრჩებათ ხელში.

 

გავკადნიერდები და ბოლოს ერთ რჩევას მოგცემთ: ცილისწამება, ჭორები, ბოღმა, მიყურადება, ,,სოფლის შენებას რა უნდა’’ დაივიწყეთ და ცეზარ ჩოჩელს მართლაც შენებაში, სიკეთეში, ხალხის თანადგომაში, ერთგულებაში, სიყვარულსა და პატიოსნებაში შეეჯიბრეთ.

 

არჩევნები ყოველთვის ვიღაცის გამარჯვებით და ვიღაცის დამარცხებით მთავრდება, ცხოვრება კი გრძელდება. დარწმუნებული ვარ, ცეზარ ჩოჩელს უკან მიხედვისა არასოდეს შერცხვება და ამასვე გისურვებთ თქვენც.

 

პატივისცემით

P.შ: მართლა კინაღამ დამავიწდა. თქვენ ,,გაღმა შეედავეს’’ პრინციპით მოქმედებთ, სინამდვილეში კი იცით რა ხდება? საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები შიშით ნორმალურად ვეღარ მესალმებიან, (ზოგიერთი ჩემი ყოფილი მოსაწავლეც კი) - ხუნდაძეს ამბავს მიუტანენ და გაგვათავისუფლებენო.
სასაცილოა, არა?“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !