Яндекс.Такси-ს სტიკერისთვის კომპანია ცხინვალიდან დევნილს დღეში 35$ უხდიდა

Image

მხოლოდ იმისთვის, რომ თავის მანქანაზე რუსული "იანდექს ტაქსის" სტიკერი გააკრან, რუსული კომპანია თბილისში, კერძო ტაქსების მძღოლებს დღეში 35$ უხდის. ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ქართული კომპანია "ტაქსი 2 200 200" გამოეხმაურა "ფეისბუქზე" გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ გამოძახებაზე რუსული კომპანიის ტაქსები დადიან. შესაბამისი სტატუსი ფოტოებთან ერთად, სოციალურ ქსელში ციცია ჯაფარიძემ გაავრცელა. 

 

"გამოვიძახე ტაქსი 200-200 და მოვიდა ეს... მძღოლს ვუთხარი რომ ამ მანქანაში არ ჩავჯდებოდი და მკითხა რატომო. აუხსენი რატოც, ვრეკავ ოპერატორთან, რომ გავარკვიო რა ხდება და საიდან მოვიდა ეს ტაქსი ჩემთან არც მპასუხობენ და არც მირეკავენ..."

 

iandex1.jpg

 

 

როგორც ქართულ კომპანიაში აცხადებენ, მათ რუსულ "იანდექს ტაქსისთან" არანაირი შეხება არა აქვთ და მეტიც, საქართველოში მის შემოსვლას გმობენ, რადგან კომპანიის რუკებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უგულებელყოფილია. კომპანია მომხრად ფაქტს, ანუ, მის გამოძახებაზე "იანდექსის" სტიკერიანი ტაქსის მისვლას იმით ხსნის, რომ მობილური აპლიკაცია უამრავ მძღოლს აქვს გადმოწერილი, რომელიც მისთვის სასურველ მისამართზე გასვლის უფლებას აძლევს, ამავე დროს კი, შესაძლოა, ის პირი მუშაობდეს "ტაქსი 2 200 200"-ზეც და "იანდექს ტაქსიზეც", შესაბამისად, დაკრული ჰქონდეს ორივე სტიკერი:

 

ბოლო ორი დღეა ხშირად გვწერენ, რომ ჩვენი გამოძახებიდან ადგილზე მიდის რუსული კომპანიის ტაქსები (იანდექსი). ტაქსის სერვისი 200 200 გმობს რუსული ტაქსოკომპანიის ბაზარზე შემოსვლას და ამიტომ, თითოელ თქვენგანს გთხოვთ და მოგიწოდებთ რომ არცერთი ასეთი ფაქტი არ დატოვოთ გაუხმაურებლად და დაგვიკავშირდეთ ნომერზე 200 200.

 

მძღოლმა უკვე დატოვა კომპანია. რაც არუნდა გასაკვირი იყოს მძღოლი ცხინვალიდან დევნილი იყო... ამ სტიკერებისათვის კი დღეში 35$ უხდიდნენ", - წერს კომპანია "ფეისბუქზე". 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !