ცეზარ ჩოჩელი: სათადარიგო არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები, მით უმეტეს, დიმიტრი ხუნდაძის!..

Image

მცხეთაში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი „ქართული ოცნების“ კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ცეზარ ჩოჩელის გარემოცვა ავრცელებს ხმებს, თითქოს ჩოჩელს „ქართული ოცნების“ მხრიდან ირიბი მხარდაჭერა აქვს.

 

ცეზარ ჩოჩელი ამ პოზიციას აფასებს, როგორც ხუნდაძის მხრიდან არარსებული დამნაშავეების ძებნას, რათა ზემო ინსტანციებში თავის მართლების საშუალება ჰქონდეს და მოსახლეობის მხარდაჭერის არარსებობის გამო ჩავარდნილი წინასაარჩევნო კამპანია „ხელისშემშლელებს“ დააბრალოს.

 

"ბატონო დიმიტრი, თქვენი გუშინდელი გამოსვლა აგონიაში მყოფი ადამიანის ქცევას ჰგავდა.
შიში იმისა, რომ სახელისუფლებო პარტიას, როგორც თქვენს ერთადერთ საყრდენს გამოგაცლიან და დარჩებით თქვენი გახუნებული სახელით თქვენს მიერ ოთხი წლის წინ მოტყუებულ ამომრჩევლების წინაშე, უსაფუძვლოა!

 

მე, ცეზარ ჩოჩელს, მირჩევნია პასუხისმგებლობა მქონდეს ხალხთან, ვიდრე რომელიმე პარტიასთან. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის - უპარტიოდ დაყენება. ამომრჩევლებთან შეხვედრისას განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს იმ ფაქტს, რომ მე არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ. ათეულობით წელია რაც მე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვედი და ამ დროის განმავლობაში ხშირად მსმენია, რომ ცეზარ ჩოჩელის უკან ესა თუ ის ძალა, ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, ესა თუ ის გავლენიანი პოლიტიკოსი დგას.

 

წლების განმავლობაში შენნაირები არაერთხელ შეეცადნენ ჩემი სახელის დისკრედიტაციას, ყველანაირი სისაძაგლე სცადეს, მაგრამ ვერაფერი დამაკლეს, რადგან, მე მოვდივარ ჩემი სახელითა და გვარით, ჩემი გზით, ჩემი სიმართლით - ჩემი სიმართლე კი ჩემი ხალხის, ჩემი სამშობლოს ერთგულებაა!

 

იმ ხმებს (ჭორებს) თითქოსდა "ცეზარ ჩოჩელი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ იგი "ქართული ოცნების" კანდიდატია", თავად თქვენი გარემოცვა ავრცელებს. მიზანი ერთი გაქვთ - იქნებ ზემო ეშელონების წარმომადგენლებმა გულთან მიიტანონ თქვენი გაჭირვება, გაიღონ მოწყალება და პარტიულ სიაში მოგახვედრონ...

 

ასევე თქვენივე გარემოცვა ავრცელებს ხმებს თითქოს ,,სხვადასხვა პიროვნებები ხელს გიშლიან, არ გაძლევენ მუშაობის საშუალებას.’’ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე რომ თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ აირიდოთ პასუხისმგებლობა, სამაგიეროდ გქონდეთ საბაბი ზემო ისტანციებში თავის მართლების.

 

არ დაგიმალავთ, მე უფრო ღირსეულ კონკურენტად აღგიქვამდით, ბოლომდე იმედი მქონდა რომ საარჩევნო დაპირისპირებას ღირსეულად შეძლებდით, მაგრამ ბოლო დღეების თქვენმა ქმედებებმა ყველაფერი საპირისპიროდ აჩვენა. მცხეთის რაიონის მოსახლეობას რომ არ სურს წინასაარჩევნოდ თქვენთან შეხვედრა, ეს არაა ცეზარ ჩოჩელის ბრალი. ეს პირადად თქვენი, რეგიონში ოთხწლიანი უნიათო დეპუტატობის ბრალია...

 

სამარცხვინოა, რომ დიმიტრი ხუნდაძის, როგორც მცხეთის რეგიონის დეპუტატის მოღვაწეობა შემოიფარგლება მხოლოდ ახლო ნათესავების დასაქმებით. მე იმით კი არ ვარ ამაყი, რომ ოდესღაც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ვიყავი, არამედ იმ გაკეთებული საქმეებით, რაც მაშინ მე შევძელი. შეგახსენებთ, რომ ჩემი გუბერნატორობის პერიოდში თქვენი და, მამა და სიძე უშუალოდ ჩემს გვერდით მოღვაწეობდნენ და სამუშაო ადგილების დაკარგვის შიში არასოდეს გაჩენიათ. ამის შემდეგ კი თქვენ ხშირად უსვამთ ხაზს ჩემს გარემოცვას, მაშინ, როდესაც ჩემი გუბერნატორობის პერიოდის ყველაზე ნეგატიური ფიგურები დღეს თქვენი გუნდის წამყვანი წევრები არიან?!

 

თქვენ ჩემს პიროვნებას ალტერნატიული უწოდეთ - ბავშვობაში სპორტით ვიყავი გატაცებული და ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში ვიყავი, სათადარიგო არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები, მითუმეტეს - დიმიტრი ხუნდაძის!

 

რაც შეეხება ალტერნატივას, მე გთავაზობთ ხალხთან შეხვედრის ალტერნატიულ გზას - ხალხი თქვენთან შეხვედრაზე არ გამოდის, მაშინ, როდესაც ჩემთან შეხვედრის მოლოდინებია შექმნილი. ჩემი მოსახლეობასთან შეხვედრის კალენდარი მალე დასრულდება და პირადად გადმოგცემთ - ერთად გავიდეთ ხალხში და ერთად ვისაუბროთ გასული ოთხი წლის განმავლობაში გაკეთებულ საქმეებზე.

 

დამიჯერეთ, სააგენტოებში და მედიასთან თხოვნა-მუდარით სიარულს ასე ჯობია. სამომავლო დანაპირებებისაგან კი ცოტა ხანს თავი უნდა შეიკავოთ - ეს ჩემი მეგობრული რჩევაა.

 

ხალხს ახსოვს ცეზარ ჩოჩელის დამსახურება და ამის მტკიცებულება ოქტომბრის არჩევნები იქნება, ის არჩევნები, სადაც თქვენ გამარჯვების მინიმალური შანსიც კი არ გაქვთ!

ბატონო დიმიტრი, ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის პოლიტიკურ კარიერასაც. კაცმა, ვაჟკაცმა ღირსეულად წასვლა უნდა იცოდეს, სამწუხაროა რომ აქაც გამიცრუეთ იმედები.

 

ჩემი ხალხის ერთგულება ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ბატონო დიმიტრი და ბოლომდე ვაპირებ მათი ინტერესების დაცვას!

 

რაც შეეხება დებატებს, გპასუხობთ - თავად აირჩიეთ დროც და მედია საშუალებაც მე მზად ვარ. ვწუხვარ რომ ამ დებატებით, საკუთარი გუნდის თვალში ბოლო შანსს და ავტორიტეტსაც დაკარგავთ. ხალხზე აღარ ვლაპარაკობ, მოსახლეობის თვალში დიდი ხანია ავტორიტეტი აღარ გაქვთ!

 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, რომ ცეზარ ჩოჩელი და მისი მხარდამჭერები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, ის "ქართული ოცნების" ალტერნატიული კანდიდატია მცხეთაში, რომელსაც მთავრობა უჭერდა მხარს.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ცეზარ ჩოჩელს ირიბი მხარდაჭერა აქვს მმართველი გუნდის მხრიდან, მცხეთის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !