ექვსი შვილის დედას სისხლის ჩაბარება უწევს, რომ ბავშვებს პური უყიდოს

Image

საქველმოქმედო ფონდი "სოციალური თანასწორობა" თავის ვებგვერდზე აქვეყნებს წერილს ექვსი შვილის დედის ნათია ჯიშკარიანის შესახებ, რომელმაც თავად მიმართა ფონდს დახმარების თხოვნით. როგორც წერილიდან ირკვევა, მრავალშვილიან დედას უკიდურესად უჭირს, იმდენაედაც კი, რომ პერიოდულად სისხლს აბარებს, რათა შვილები გამოკვებოს, ხოლო უფასო სასადილოდან მოტანილ საჭმელს ზოგჯერ თვითონ არ ჭამს, რომ ბავშვებს ეყოთ, რის გამოც რამდენჯერმე გულიც კი წასვლია. 

 

ვებგვერდზე ოჯახის ყოფის გარდა, თავად ნათია ჯიშკარიანის პირადი ისტორიაცაა აღწერილი: 

 

მისი მეუღლე ოჯახიდან წავიდა, როდესაც ნათიას მეექვსე ორსულობის შესახებ შეიტყო. მიუხედავად საშინელი საცხოვრებელი პირობებისა და გაჭირვებისა, ნათიამ გადაწყვიტა არ ჩაედინა დანაშაული თავისი ჯერ არდაბადებული შვილის წინაშე და ასე გაჩნდა პარატა გიორგი.

 

ნათია ბავშვებთან ერთად ვარკეთილის მასივში, ყოფილი 109–ე სკოლის შენობაში ცხოვრობს, რომელიც საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ბეტონის იატაკი, დაბზარული კედლები, ჩამსხვრეული შუშები, ძველი დამტვრეული ავეჯი... მაგრამ ნათიას წასასვლელი არსად აქვს. იმითაც ბედნიერია, რომ ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ არ უწევს ცხოვრება.

 

ნათიას ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს, ასევე აწუხებს თირკველები და ჰიპერტონია. ჰორმონალური დარღვევების ფონზე, მან წონაში მოიმატა და ამის გამო სახსრებიც აწუხებს.

 

ოჯახი სოციალური სასადილოთი სარგებლობს, პროდუქტის შესაძენად თანხა მათ არ აქვთ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ნათიას სისხლი ჩაუბარებია, რომ ბავშებისთვის პური ეყიდა. სასადილოდან მოტანილ საჭმელს ნათია ხშირად არ ჭამდა, რომ ბავშვები მშივრები არ ყოფილიყვნენ. ამის გამო მას რამდენჯერმე გულიც წასვლია. ამიტომ ახლა ბავშვები ყოველთვის სთხოვენ დედას, რომ მათთან ერთად ისადილოს...

 

ბავშვები ძალიან ზრდილობიანები, ლამაზები და საყვარლები არიან.

 

15 წლის გვანცა დედიკოს მარჯვენა ხელია.

 

10 წლის ლუკა ოცნებობს, რომ პროფესიონალი რაგბის მოთამაშე გახდეს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მისთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, დედას კი საშუალება არ აქვს, რომ შვილს უმკურნალოს.

 

5 წლის ნიკოლოზი, რომ გაიზრდება დედიკოსთვის დიდი და ლამაზი სახლის აშენებას გეგმავს.

 

3 წლის ხატიას და 2 წლის ნანუკას ძალიან უყვართ ხატვა, მაგრამ სახატავი ალბომები და ფანქრები მათ არ აქვთ, ამიტომ უფროსი დაიკოს სკოლის ძველ რვეულში ხატავენ.

 

პატარა გიორგი კი ყველაზე უდარდელი და ბედნიერი ბავშვია, მასზე ხომ 5 მოსიყვარული და–ძმა ზრუნავს.

 

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას ნათია ჯიშკარიანის ოჯახის დასახმარებლად. ნათიას და მის 6 მცირეწლოვან შვილს ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, პამპერსები, წამლები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ესაჭიროებათ!

 

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათია ჯიშკარიანი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/140/

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !