აშშ უკრაინის გენპროკურორის გადაყენებას მიესალმა

Image

აშშ მიესალმება უკრაინის გენპროკურორის ვიქტორ შოკინის გადაყენებას და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი წინგადადგმული ნაბიჯია უკრაინაში კორუფციის დამარცხების საქმეში. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ჯეფ პაიეტმა განაცხადა. 

 

"მნიშვნელობა არა აქვს, რა სახის დახმარებას მიიღებს უკრაინა მეგობარი ქვეყნებისგან, არა აქვს მნიშვნელობა თანხას, რომელსაც მიიღებს ის: უკრაინას ეჭვი არ ეპარება კორუფციის დაძლევაში. ამიტომაც, რადის დღევანდელ ნაბიჯს, დისკრედიტირებული გენპროკურორის გადაყენებასთან დაკავშირებით, ჩვენ პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევთ", - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

 

ჯეფ პაიეტმა დაამატა, რომ აუცილებელია შეირჩეს ახალი გენპროკურორი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი პროფესიონალი, ექნება უკრაინის საზოგადოების მხარდაჭერა და ასევე, იქნება ევრომაიდანზე გაცხადებული პრინციპების ერთგული. 

 

შეგახსენებთ, უკრაინის რადამ ვიქტორ შოკინი გადააყენა. გადაწყვეტილებას მხარი 289 დეპუტატმა დაუჭირა. მანამდე თავად შოკინმა ბრძანებით, რომელიც მის კარიერაში ბოლო აღმოჩნდა, თანამდებობიდან მისი მოადგილე და ოდესის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე გადააყენა. ამასთან დაკავშირებით დავით საყვარელიძე საგანგებო განცხადების გაკეთებას თბილისის დროით 17:00 საათზე გეგმავს. 

 

ვიქტორ შოკინი რადის გადაწყვეტილებას გარეგნული სიმშვიდით შეხვდა: "ჩემთვის ეს მისაღები გადაწყვეტილებაა, ისედაც პენსიაზე გასვლას ვაპირებდი", - განუცხადა მან ჟურნალისტებს. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !