ანკარის ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქება გიუვენ-პარკის მიმდებარედ, ქალაქის ცენტრში მოხდა. ტერაქტის შედეგად მთლიანად დაიწვა ავტომობილი და მუნიციპალური ავტობუსი. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ამ დრომდე არაა ცნობილი, დაზარალდნენ თუ არა ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები. თებერვლის შემდეგ ანკარაში ეს უკვე მეორე ტერაქტია. თებერვალში მომხდარ აფეთქებას 28 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილი გარშემორტყმულია პოლიციითა და სამედიცინო დახმარების ბრიგადებით.
