
საქართველოს პარლამენტის წევრი კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ომარ ნიშნიანიძე ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში, ლეიბორისტ ლეილა გაფრინდაშვილთან დებატების დროს ამბობს, რომ სულ მალე ყველა დამატებით გაიგებს, რა ხდებოდა "იმ ცხრა წლის" განმავლობაში".
"სულ მალე, დამატებით გაიგებთ კიდევ, რა ხდებოდა იმ ცხრა წლის განმავლობაში, იმ რეჟიმის დროს. აი, ამ რეჟიმის თავიდან მოშორების, ყველაზე მთავარი პირობა შეასრულა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.