
2015 წლის ბოლოს საზოგადოებაში არსებობდა მაქსიმალური მოთხოვნა სააკაშვილზე, მაგრამ მან პრეზიდენტის გუნდში დარჩენა ამჯობინა, რაც მის შანსებს, დაიწყოს დამოუკიდებელი თამაში უკრაინის პოლიტიკაში, მაქსიმალურად ამცირებს", - აცხადებს "ლიგა.ნეტ"-თან საუბარში პოლიტტექნოლოგი სერგეი გაიდაი.
"სააკაშვილზე მოთხოვნის არსებობა გასაგებია: ის არის პოლიტიკოსი, რომელიც არაა შეკრული ოლიგარქებთან, თამამად ამბობს სათქმელს, არა აქვს ბიზნესი უკრაინაში, აქვს დადებითი ბექგრაუნდი - მან, რეალურად, საქართველოში დანაშაულებრივი სახელმწიფოს დემონტაჟი მოახდინა. ჩემი აზრით, ის თანამდებობიდან უნდა წასულიყო და თამამად უნდა ეთქვა, რომ სწორედ პოროშენკო დგას კორუფციული სისტემის სათავეში.
სანამ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება, ის იქნება პრეზიდენტის პროექტი. ხომ ცნობილია, რომ შეუძლებელია სისტემის დანგრევა, თუ თავადაც ამ სისტემის ნაწილი ხარ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლა მისი შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს - დროის უკუთვლა დაწყებულია, დრო მის სასარგებლოდ აღარ მუშაობს", - დაამატა ექსპერტმა.