
მთავრობის წევრები მმართველ გუნდში განსახორიცელებელ ცვლილებებს ელოდებიან და კოალიციის დაშლასაც არ გამორიცხავენ. მინისტრებმა განმარტებები პრემიერის თავმჯდომარეობით გამართული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
ამასთან, "პირველი რადიო" "ქრონიკა პლუსის" რედაქტორზე, ელისო კილაძეზე დაყრდნობით წერს, რომ კვირიკაშვილს "რუსთავი-2"-ში თინა ხიდაშელის სტუმრობა არ მოეწონა.
კილაძე არც კოალიციიდან "რესპუბლიკელების" გარიცხვას მიიჩნევს მოულოდნელად: "ეს ბრძოლა "რესპუბლიკელების" წინააღმდეგ არ არის თოფაძის და რამდენიმე სხვა პერსონის ბრძოლა, არამედ ეს არის სახელისუფლო ბრძოლა "რესპუბლიკური პარტიის" წინააღმდეგ, მაგრამ რაკი ხიდაშელი, უსუფაშვილი და სხვები ვერ ხვდებიან, რომ კოალიციიდან უნდა წავიდნენ, არ გამოვრიცხავ, იმას, რომ პირველ რიგში დადგეს "რესპუბლიკური პარტიის" კოალიციიდან გარიცხვის საკითხი.
ასეთ შემთხვევაში ალბათ "ქართულ ოცნებას" კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული მოსალოდნელი შედეგები, იმიტომ, რომ სულაც არ არის გამორიცხული "თავისუფალი დემოკრატების", "რესპუბლიკური პარტიის" და "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი საქართველოს პარლამენტში, რაც ნიშნავს იმას, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის რეალურად "ქართული ოცნება" დაკარგავს ხელისუფლებას ქვეყანაში",-განაცხადა ელისო კილაძემ.
წერს, რომ პრემიერმინისტრმა ულტიმატუმი რესპუბლიკელებსაც წაუყენა, რომლის მიხედვითაც თანამდებობები უნდა დატოვოს რამდენიმე რესპუბლიკელმა მინისტრმა, მათ შორის, ხიდაშელმა და ზაქარეიშვილმა, ასევე, გიგლა აგულაშვილმა.
თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება გარემოს დაცვის მინისტრი. გავრცელებული ინფორმაციით, გიგლა აგულაშვილს პოსტი შესაძლოა მერიის ეკოლოგიის სამსახურის უფროსმა, ნინო სულხანიშვილმა დაიკავოს.
აგულაშვილი აფიქსირებს სულხანიშვილის მიმართ პატივისცემას და აცხედებს, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.
"ძალიან დიდ პატივს ვცემ ნინოს, ვთანამშრომლობთ იმ ფორმატში, რაც ჯერჯერობით გვაქვს. ალბათ ინფორმაციის გამავრცელებლებს უნდა კითხოთ, საიდან არის ეს წყარო, რას ეყრდნობა მათი განცხადება. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. არაფერს გამოვრიცხავ, როგორც ამბობენ, ხანდახან შეუძლებელიც კი შესაძლებელიაო," - განმარტა გიგლა აგულაშვილმა.