პაატა ბურჭულაძე: "რუსეთის ზედმეტი ნდობა არ შეიძლება!"

Image

ცნობილი საოპერო მომღერალი, საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხს ეხება და ამბობს, რომ ფონდი პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის, მაგრამ საინტერესო გეგმაბი აქვს. "მე ქართველი ხალხის პროექტი ვარ", - ამბობს მომღერალი იმ ხმების საპასუხოდ, თითქოს ის "კრემლის პროექტია".

 

ამავე ინტერვიუში პაატა ბურჭულაძე საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც ეხება და ამბობს, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით მისი მოსაზრებები ჟურნალისტებმა ადრე არასწორად გაავრცელეს:

 

"...რაც შეეხება ჩვენს შეცდომას 2008 წელს, არ მიგულისხმია ამაში ის, რომ რუსეთის აგრესიას პასუხი გავეცით. ჩვენი შეცდომა ისაა, რომ ჩვენი მთელი ისტორიის განმავლობაში ზედმეტად ვენდობოდით რუსულ პოლიტიკას, იგივე მოხდა 2008 წელსაც. ვფიქრობ, დღესაც იმავე შეცდომას ვუშვებთ. რუსეთის ზედმეტი ნდობა არ შეიძლება!

 

ჩვენ აღარ ვჩანვართ ევროპისა და აშშ-ის რადარებზე, უკვე აღარავინ ახსენებს საქართველოს. არ ვიცი, იქნებ ვიღაცისთვის ეს სწორი პოლიტიკაა და რუსეთს ამით ვაწყნარებთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შეცდომაა.

 

რუსეთთან, ასეთ დიდ ქვეყანასთან, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს მტრული ურთიერთობა, მაგრამ არა ზედმეტი ნდობის ხარჯზე. ჩვენი ფონდის კურსი მხოლოდ დასავლურია, საქართველოს გზა ევროპის გზაა."

 

იმის შესახებ საუბრისას, თუ ვისი პროექტია, პაატა ბურჭულაძე ამბობს:

 

"ძალიან უნდათ "ნაციონალებს", რუსულ პროექტად გამომიყვანონ, "ქართულ ოცნებას" სურს "ნაციონალების" პროექტად მომნათლოს, მაგრამ ვაცხადებ - მე ვარ ქართველი ხალხის პროექტი. რაც შეება ფარულ ჩანაწერებს, რომელშიც სააკაშვილი ამბობდა, რომ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ "მესამე ძალად" - ჩვენ თუ ჩამოვყალიბდებით პოლიტიკურ ძალად, მესამე კი არა, აუცილებლად პირველი ძალა ვიქნებით. მეორე-მესამეზე სხვები განაწილდნენ..."

 

შეგახსენებთ, უფრო ადრე პაატა ბურჭულაძემ, საქართველოში აკრედიტირებულ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !