-
2016-02-15 09:33
სუნამო "კრასსნაია მოსკვა" იყო ის საჩუქარი, რაც საკრებულოს წევრ ქალებს კოლეგა-მამაკაცმა, დაგომისიდან ჩამოსულმა თენგიზ ხარჩილავამ მიართვა.
საჩუქრის მიმართ სკეპტიკური და ირონიული დამოკიდებულება მხოლოდ ენმ-ს წარმომადგენელმა საკრებულოს წევრმა ანი წითლიძემ გამოხატა, რომელმაც აღნიშნა, რომ კოლეგისგან საჩუქრის მიღება მუდამ სასიამოვნოა, თუმცა, რუსული პროდუქციის მომხმარებელი არ არის.
თავის მხრივ, თენგიზ ხარჩილავამ, რომელიც "ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას" წარმოადგენს, განაცხადა, რომ ამ საჩუქრის ჩამოტანა "წმინდად იუმორისტული ნაბიჯი" იყო და მის ქმედებას სხვა შეფასება არ უნდა მიეცეს.
ვიდეო: livepress.ge