ის, რაც მეკარეს დარტყმა ეგონა - მესის საგოლე პასი... პენალტიდან (ვიდეო)

Image

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში, სადაც "ბარსელონამ" "სელტას" უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა, არგენტინელმა ლიონელ მესიმ "მფრინავ ჰოლანდიელად" წოდებული იოჰან კრუიფის მეთოდი გამოიყენა, რომელსაც. კარგა ხანია, არავინ მიმართავდა.

 

მოგეხსენებათ, ფეხბურთის წესების თანახმად, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა - პენალტი, ჩვეულებრივი საჯარიმო დარტყმაა, რომლის გათამაშება შეიძლება. 

 

და აი, ლეო მესიმ პენალტის ნიშნულზე ბურთი გაასწორა. ფეხბურთელები საჯარიმო მოედნის ხაზზე არიან განლაგებული, ბურთს უკან - როგორც წესი მოითხოვს. მესი შორს არ მიდის ბურთისგან. რას აპირებს, მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა იცის.

 

გამორბენი და მესის მოძრაობაზე "სელტას" მეკარე მარცხენა დაბალ კუთხეში ხტება: თითქოს, ბურთი სწორედ ამ მიმართულებით უნდა წასულიყო, მაგრამ მესიმ მას მხოლოდ ოდნავ წაჰკრა ფეხი, ხოლო მესის ფეხის ბურთთან შეხებისთანავე დაძრულმა ლუის სუარესმა, სანამ ვინმე აზრზე მოსვლას მოასწრებდა, ის მეტოქე გუნდის კარის ბადეში მოათავსა...

 

დავიწყებული წესების გახსენება ზოგჯერ მარგებელია, ხოლო ქართული სპორტული მედიის ნაწილისა და მათი მკითხველების მიერ მესის დადანაშაულება პენალტის გაფუჭებაში - უსარგებლო. 

 

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ იცოდა, რასაც აპირებდა მესი: "თამაშის გარდა, ჩვენ მაყურებელს შოუსაც ვთავაზობთ. ეს არ იყო "სელტას" უპატივცემულობა, ეს იყო შოუ", - განაცხადა მან. 

 

ამ ვიდეოზე პენალტის შესრულების მსგავსი მაგალითია: 1982 წელს "აიქსის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა სწორედ ასე გაათამაშა პენალტი, თუმცა, გოლის ავტორი თავად გახდა.  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !