ლევან ჩოლოყაშვილი "გირჩს" შეუერთდა და საბურთალოს ოფისს უხელმძღვანელებს

Image

ექიმი ლევან ჩოლოყაშვილი ახალ პოლიტიკურ ცენტრ "გირჩს" შეუერთდა და ამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ასაჯაროებს. ცნობილია, რომ ლევან ჩოლოყაშვილი "გირჩის" საბურთალოს ოფისს უხელმძღვანელებს.

 

ლევან ჩოლოყაშვილი:

 

"გახლეჩილი საზოგადოებით და არაკეთილმოსურნე მეზობლის მიერ მართული პოლიტიკური ძალებით გულდაწყვეტილმა გადავწყვიტე, რომ შევუერთდე, ჯანსაღ და კვალიფიციურ ხალხს. 

 

მათი მამოძრავებელი ძალა არ არის აგრესია და პირადი გამორჩენა, აქვთ კონკრეტული, პროგრესული და არაილუზორული სამოქმედო გეგმა.

 

მჯერა, რომ თვითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ქვეყნის აღმშენებლობაში, სწორედ ამიტომ დავთანხმდი ჩემი მეგობრების ზურა ჯაფარიძის და გიორგი მელაძის შემოთავაზებას გავერთიანებულიყავი მათთან ბორდის წევრად.

 

ჩემი საექიმო საქმიანობიდან გამომდინარე მიჩვეული ვარ რეალობისთვის თვალის გასწორებას, სრული სიმძაფრით აღვიქვამ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, მათთან გამკლავების ერთადერთ საშუალებად მივიჩნევ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის პროფესიული და რაციონალური სამოქმედო გეგმის ცხოვრებაში გატარებას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ სხვისი დახმარების მოლოდინით ცხოვრება.

 

სულაც არ ვფიქრობ, რომ საქართველოში არსებული პრობლემების დაძლევა და რეფორმების გზა იქნება ადვილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოებრივი შეგნება გაიზარდა ისე, რომ შეწყვიტოს ოცნება და აიღოს მეტი პასუხისმგებლობა.

 

დროა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები!"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !