
უხუცესი მხატვარი გოგი ოჩიაური მარო მაყაშვილის ძმასთან შალვასთან ერთად ქოროღლის ციხესთან ნადირობის ეპიზოდს იხსენებს, როცა მოსასვენებლად ჩამოსხდნენ და გადაქექილ მიწაში კოროზირებული ვაზნები იპოვა.
როგორც აღმოჩნდა, ეს ვაზნები იქ იმ დროიდან ეყარა, როცა მარო მაყაშვილიც და მისი ძმაც საქართველოში შემოჭრილ ბოლშევიკებს ებრძოდნენ.
"მაშინ სემინარიაში ვიყავი და მაგ ადგილას მებრძოლ მეტყვიამფრქვევეს ვაზნების ლენტას ვაწვდიდი", - გაუხსენებია თურმე შალვა მაყაშვილს. გოგი ოჩიაური ჰყვება, რომ ის ვაზნები მაშინ არ წამოიღო, მერე კი საგანგებოდ აბრუნდა მათ საპოვნელად, მაგრამ ზუსტი ადგილის პოვნა ვერ შეძლო...