გოგი ოჩიაური ხევსურულ ამბავს ჰყვება: "ვერ მომერია, დედამთილო, ქარი..." (ვიდეო)

Image

საქართველოში კარგად ცნობილი უხუცესი მხატვარი, შემოქმედი და ეროვნული პოზიციით საყოველთაოდ ცნობილი გოგი ოჩიაური დედამისის, ნათელა ბალიაურის წიგნში აღწერილ ერთ ნამდვილ ამბავს იხსენებს, რომელიც ხევსურეთში, ტრადიციების დაცვით განთქმულ ამ მხარეში მოხდა. "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ გოგი ოჩიაურის მონაყოლსა და ზუსტ ციტატა ნათელა ბალიაურის წიგნიდან.

 

“სოფელ ოხერხევში ბევრი ვაჟკაცი გაზრდილა. იქაური, ძალიან კარგი ახალგაზრდა, თვალ-ტანადი, ყველაფრით გამორჩეული, მძიმედ დაჭრეს და ვეღარაფერს შველოდნენ.

 

საცოლე ჰყავდა, სახილოელი ქალი თიურა (სულხან ქეთელაურის მამიდა). ეს ქალი არც კი იყო საქმროს სახლში ნამყოფი, ისე იცნობდნენ ერთმანეთს. რაკი მიხა (ასე ერქვა) კვდებოდა, თიურაც წაიყვანეს. იგი მოკრძალებით უვლიდა ავადმყოფს.

 

მიხამ უთხრა თურმე: - ქალო, ეს ტაგრუცი მე თორელთ დედიკას გავუკეთე, იმან წაიღოს. მომწონდა, თავკვირებულია და არ დამივიწყებს. შენ ბეჭედს მოგცემ. როცა ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი აღარ გიხდებოდეს, ჩემ თავს შენს თვალში სხვა დაეფაროს, მაშინ ეს ბეჭედი მოიტანე და შენი ხელით ჩემთან, ჩემი საფლავის მიწაში ჩამარხეო. სხვა ვალი არაფერი მაქვსო.

 

როცა გარდაიცვალა, თიურა ვერ იტირებდა, - ქმარზე ტირილი სირცხვილია. დედამთილისთვის უთქვამს, როცა მოვკვდები, მეც აქ დამმარხეთო.

 

- შენ თავს აქ არავინ დაგამარხვინებს, ვინ იცის, ქარი საით გაგიტაცებსო, - ყურადღება არ მიუქცევია მისი ნათქვამისთვის დედამთილს.

 

შესულა მკვდართან თიურა, მოუჭრია თმები, ნაწილი ხელში მიუცია მიცვალებულისთვის, ნაწილი გულზე დაუფენია და მისი თოფი დაუკრია. დედამთილი რომ შევარდნილა, კიდევ ცოცხალი ყოფილა:

 

- ვერ მომერია, დედამთილო, ქარიო, - ამისი თქმა მოუსწრია.
მაშინ იქ ყოფილა მჭედელი თოთია. ის ამბობდა: - ორივენი გვერდიგვერდ იწვნენ, ვერცხლით მორთულები, ეგეთი შემზარავი სილამაზე არსად მინახიაო”.

 

ნათელა ბალიაური. ხევსურული ქრონიკები. თბ., 1995.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !