
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ საგურამოში ვახშმის დანახარჯი საერთო თანხის შეგროვებით დეპუტატებმა გადაიხადეს და არა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, არც შაბაშში დახარჯვიათ ფული და თამადაც უფასო ჰყავდათ.
"ყველამ შევაგროვეთ და ისე გადავიხადეთ. მოვიპატიჟეთ ყოფილი და მოქმედი პრემიერები. აი, რომ ამბობდით, მომღერლები და ხელოვნების მუშაკები რად გინდათ პარლამენტშიო, არც შაბაშისთვის დაგვჭირდა ფული, თამადაც უფასო გავყავდა", - უთხრა თამაზ მეჭიაურმა "მაესტროს".