
ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, შეეხო რა თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას, აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი იყო ქვევრი, რომელიც იმას ამოსძახებდა, რასაც ჩასძახებდნენ. მისივე თქმით, ის საპნის ბუშტი იყო და გასკდა.
"სიის პირველი ნომერიც რომ გახდეს, მერე რა? ღარიბაშვილისნაირები პოლიტიკაში ბევრნი არიან. ეს ორი წელი მისთვის იყო სიზმარი, ამოვარდნილი მისი ცხოვრებიდან. ის იჯდა თავისთვის და მუშაობდა, 2011 წლამდე არ აინტერესებდა არც გირგვლიანი, არც არაფერი, იჯდა და ჰქონდა პერსპექტივა, მაგრამ არანაირი პოლიტიკური ფიგურა არ იყო", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.