
თბილისის საკრებულოს წევრი, სკანდალური განცხადებების ავტორი ალეკო ელისაშვილი "იმედის" გადაცემაში "პოლიტიკა" აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა ხელს აძლევს არა ხელისუფლებას, არამედ "ნაციონალურ მოძრაობას". ასე ეხმიანება ის ენმ-ს განცხადებას იმის შესახებ, რომ სუს-ში ვინმე ნუკრის მასზე თავდასხმა დაევალა, რათა ის შემდეგ დაბრალდეს ნაცმოძრაობას.