
გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჩატარებული რეფორმების საბჭოს სხდომაზე არსენ ავაკოვსა და მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა.
მასალაზე აშკარად ჩანს, როგორ იწვევს არსენ ავაკოვი მიხეილ სააკაშვილს, ხოლო მოგვიანებით მიმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ესვრის წყლით სავსე ჭიქას. კონფლიქტში ერთვება არსენ იაცენუკიც.