-
2015-12-05 23:50
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მატვეი განაპოლსკის გადაცემაში "ეხო უკრაინი" ე.წ. ქურდული სამყაროს იერარქიისა და უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული კორუფციის სქემის მსგავსებაზე ისაუბრა.
სააკაშვილის თქმით, ეს სისტემა ძალიან ჰგავს "ქურდულს", რადგან აქაც არიან ქურდები, მაყურებლები და არსებობს "ობშიაკი", რომელსაც ისინოი ანაწილებენ. ამავე დროს, სააკაშვილი ამბობს, რომ "სხოდკები" მინისტრთა კაბინეტის სხდომებმა ჩაანაცვლა, ხოლო "სხოდკის" მონაწილეები, რომელთაგან ზოგი, სხვათა შორის, ღარიბად ცხოვრობდა, ჰალსტუხიანმა შეძლებულმა დეპუტატებმა, რომლებიც ხმას აძლევენ ქურდობას:
"გეკითხებით, არაფერსაც არ ვაჭარბებ: რა საჭიროა "სხოდკის" ჩატარება, როცა მინისტრთა კაბინეტის ერთი დადგენილებით შეგიძლია სამი მილიარდი მოიპარო?", - იკითხა მიხეილ სააკაშვილმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26