ნაძალადევის რაიონში, კობალაძის ქუჩაზე, 10-მდე ავტომობილი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტომობილების მფლობელების თქმით, მძარცველებმა მანქანებს მხოლოდ სამარკო ნიშნები მოაძვრეს.
მძარცველებს ავტომობილების კარების გაღება და სალონიდან რაიმე ნივთების ამოღება არც უცდიათ. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "აფხაზეთის ხმისთვის" გახდა ცნობილი, ამავე უბანში, ქართლელიშვილის ქუჩაზე, კერძო სახლების წინ მდგარ რამდენიმე მანქანას საქარე მინები ჩაუმსხვრიეს და გაძარცვეს.