9 აპრილის ტრაგედიის გამომძიებელი, რუსი სამხედროების გამმართლებელი გენერალი ივანიშვილის ბანკში მრჩევლად მუშაობდა

Image

ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი წერს, რომ ერთ-ერთ მასალაზე მუშაობისას, 1989 წლის 9 აპრილის ამბების შემსწავლელი რუსი გენერლის ალექსანდრე კატუსევის ბიოგრაფიისა და საქმიანობის მნიშვნელოვანი დეტალები გაარკვია და აღმოჩნდა, რომ ის ივანიშვილის ბანკ "როსიისკი კრედიტში" მრჩევლად მუშაობდა.

 

"გენერალი ალექსანდრ კატუსევი - საბჭოთა კავშირის უკანასკნელი სამხედრო პროკურორი, მან წარმოადგინა სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე თბილისის 9 აპრილის გამოძიების დასკვნა,რომელშიც სადამსჯელო ოპერაცია ერთმნიშვნელოვნად იყო გამართლებული.

 

ამ ამაზრზენი დასკვნის საპროტესტოდ ქართველმა დეპუტატებმა და ანდრეი სახაროვმა დარბაზი დატოვეს.

 

დავინტერესდი რა ბედი ეწვია მას შემდეგ გენერალ კატუსევს, სად იყო, რას აკეთებდა და აღმოვაჩინე, რომ სსრკ დაშლის შემდეგ, წლების მანძილზე ის ბიძინა ივანიშვილის ბანკ "როსიისკი კრედიტში" მუშაობდა მმართველის მთავარი მრჩევლის პოზიციაზე...

 

ps. все дороги идут в Рим", - წერს ეკა წამალაშვილი. 

 

"აფხაზეთის ხმამ" დამატებით გაარკვია, რომ ალექსანდრე კატუსევი, რომელიც 2000 წელს, 61 წლისა გარდაიცვალა, სამხედრო იურისტი და სსრკ-ს მთავარი სამხედრო პროკურორი, ასევე სსრკ-ს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება ჰქონდა და მთავარ სამხედრო პროკურორად სწორედ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ გადაიყვანეს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ მის ბიოგრაფიაში შეგნებულად იყო გამოტოვებული, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობდა სამხედრო პროკურატურის გამოძიებას და წარადგინა დასკვნა, რომელსაც გენერალი როდიონოვი დაეყრდნო, როცა ანგარიში სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე წარადგინა. 

 

KATUSS.JPG

 

katusev.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !