
წმინდანად შერაცხული გაბრიელ ბერის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება. "პოსტსკრიპტუმმა" ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა.
გაბრიელ ბერის საფლავის გახსნას უამრავი ადამიანის მოლოდინი უკავშირდება, მათ შორის, ხმები საფლავის გახსნისას 300 მეტრიან რადიუსში ყველა დაავადებულის განკურნების შესახებ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები შიშობენ, რომ 22 თებერვალს საფლავზე, შესაძლოა, მასობრივი ჭყლეტაც იყოს.
ვიდეო: "პოსტსკრიპტუმის" რეპორტაჟი, "რუსთავი–2"; 16.02.2014.