
"ისლამურმა სახელმწიფომ" ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა და "ისლამური სახელმწიფოს" მტერი ქვეყნების რიგში, საქართველოს შემდეგ, კიდევ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა დაასახელა. მტრებს შორის მოხვდნენ ლიტვა, მოლდოვა და უკრაინა.
სულ "ისლამური სახელმწიფოს" მტერი ქვეყნების სიაში 60-დე ქვეყანაა, მათ შორის საქართველოც. ტერორისტებმა სიაში შეიყვანეს ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც არ მონაწილეობენ სირიაში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში - პოლონეთი, მოლდოვა, ლიტვა, უკრაინა, საქართველო.
ახალი ვიდეო, სადაც ტერორისტები უკრაინელებს თავების დაჭრითა და "მალე მათთვის მოსაცლელად" ემუქრებიან, თავდაპირველად ვიდეოპორტალ "იუთუბსა" და "ვიმეოზე" განთავსდა, მაგრამ ადმინისტრაციამ მალევე წაშალა ორივე საიტიდან.
ამჟამად ვიდეო ხელმისაწვდომია რამდენიმე, "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდისტულ საიტზე, მაგრამ მათ მოქმედ ბმულებს შეგნებულად არ ვუთითებთ.