
ტელეარხ 112-ში სტუმრობისას ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მაღალ თანამდებობის პირთა კაბინეტებში უკვე ყოყმანობენ, გამოყონ თუ არა მილიარდები უკრაინისთვის, თუკი აქ კორუფციასთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში არ გადავა.
ოდესის გუბერნატორი და ქართველი რეფორმატორების ლიდერი ირწმუნება, რომ კორუფციასთან ბრძოლა უკრაინაში ნაციონალური უსაფრთხოების ტოლფასია და თუკი დასავლეთი მიიჩნევს, რომ უკრაინა საკუთარი თავის ძარცვას აგრძელებს ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, დასავლეთში დასვამენ კითხვებს: რატომ უნდა გამოვუყოთ უკრაინას მილიარდები? რატომ გავუგრძელოთ სანქციების ვადა რუსეთს და ამით ჩვენს თავს ვავნოთ, თუკი უკრაინა კორუმპირებულ ქვეყნად დარჩება?
"ძალიან მალე ჩამოდის აშშ-ის ვცეპრეზიდენტი ბაიდენი და ის კორუფციასთან ბრძოლის საკითხს მთელი სიმწვავით დასვამს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.