სირიელ ამბოხებულებზე დაყრდნობით რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება, რომ მორიგი ავიადარტყმების შედეგად, რომელიც რუსეთმა მას შემდეგ განახორციელა, რაც ჰუმანიტარული კოლონა სირიაში გადავიდა, შვიდი ადამიანი დაიღუპა, ათამდე კი დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი თურქეთის ქალაქ ქილისიდან საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, საზღვრიდან სულ ღარაც 4 კილომეტრში მოხდა. ავიადარტყმების შედეგად აფეთქებები მოხდა 20 სატვირთო ავტომანქანისგან შემდგარ კოლონაში. ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთს ეკუთვნოდა.