ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, საფრანგეთში დააპატიმრონ (ვიდეო)

Image

ეკა კვესიტაძის "განსხვავებულ აქცენტებში", სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში კიდევ ერთხელ, საფუძვლიანადაა მიმოხილული ბიძიანა ივანშვილის მიერ შესაძლო თაღლითური გზით განქორწინების გაფორმებისა და მისი ყოფილი მეუღლის - ინგა პავლოვას სახელის, მისი პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტი ბიზნესსაქმიანობის დროს.

 

შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს 5 წლიანი პატიმრობა დაემუქროს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საფრანგეთში მილიარდელი ივანიშვილის ყოფილი მეუღლე დაადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრთან განქორწინების დოკუმენტზე ხელი მას არ მოუწერია. 

 

ინგა პავლოვას ადვოკატის თქმით, საქმეში ბევრი უზუსტობაა. პირველი და მთავარი არის ის, რომ  პავლოვამ არ იცოდა, რომ ივანიშვილი მას გასცილდა, მეორე-ის არ ყოფილა სასამართლოში და არ დათანხმებია განქორწინებას და მესამე, მას არ მოუწერია ხელი დოკუმენტებზე, მაშინ როდესაც პარიზის სასამართლოში ინახება დოკუმენტი მისი ხელმოწერით. 

 

ინგა პავლოვას ადვოკატის მტკიცებით პავლოვას ხელმოწერა დოკუმენტებზე არ არის და ამის დადასტურებას ისინი ხელმოწერის შემოწმებით შეეცდებიან. ასევე ინგა პავლოვა არ იცნობს იმ პირს, რომელიც თითქოს განქორწინების დროს მის ინტერესებს იცავდა. 

 

ცნობილია ისიც, რომ 1994 წელს სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია არასწორია. საუბარია მისამართზე, სადაც თითქოს ივანიშვილის მეუღლე ცხოვრობდა. პავლოვას ადვოკატი დღეს ამტკიცებს, რომ პავლოვას არასდროს უცხოვრია ამ მისამართზე. ადვოკატი ამბობს, რომ ეს დოკუმენტურადაც დასტურდება. 

 

"გამოდის, რომ მოატყუეს ინგა პავლოვა და გამოიყენეს. ასევე მოატყუეს მოსამართლე. სასამართლოში მათ ალბათ სხვა ადამიანი მიიყვანეს,"- აცხადებს ინგა პავლოვას ადვოკატი.

 

შეგახსენებთ, ინგა პავლოვასა და ბიძინა ივანიშვილს შორის 1991 წელს პარიზში შემდგარი ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი ჟურნალისტმა ვლადიმირ ივანიძემ პარიზიდან გამოითხოვა, ხოლო 2013 წელს ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ შეკითხვა პავლოვას შესახებ მაშინდელ პრემიერ ივანიშვილს დაუსვა, რამაც ეს უკანასკნელი ძალიან გააღიზიანა. 

 

pavlova-qorw.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !