
"უკრაინა ჩემი ქვეყანაცაა, მე ამ ქვეყნის პასპორტი მაქვს - ეს მინდა ვუთხრა განსაკუთრებით მათ, ვისაც აინტერესებთ, რატომ არ დავრჩი მე საქართველოში, რატომ არ გავახარე რუსი ოლიგარქი, "გაზპრომის" ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერი, რატომ არ ცავჯექი ციხეში და რატომ ვარ აქ", -
ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება ერთერთ უკრაინულ ტელეარხზე გააკეთა. მისი თქმით, მსგავსი შეკითხვით ბევრი მიმართავს და გადაწყვიტა, ყველას ერთად უპასუხოს.