
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაღებულ და ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებს, სადაც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის „კრეატიული“ მინი-სკვერებია ასახული, ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ ნიკა ქავთარაძის პერფორმანსით უპასუხა.
„ჩვენ, სოფლელებს გვყავს ჩვენი წარმომადგენელი თბილისში და აწი სოფელში კი არ წავალ აღდგომას, ჩემს კოლია ბაბუას აქ გადავუგორებ წითელ კვერცხს“, - ხუმრობს ნიკა ქავთარაძე.