
ვერძი: მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
კურო: გეგმები და იდეები თანამოაზრეებს გაუზიარეთ, მათი დახმარებით მათ განხორციელებას შეძლებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
ტყუპი: კარგი დღეა სურვილებისა და ოცნებების ასასრულებლად. ახლობლები ყველა წამოწყებაში დაგეხმარებიან. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. ყველა სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება.
კირჩხიბი: მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. უნდა ენდოთ მეგობრებსა და კოლეგებს. მოსალოდნელია მივლინება. საწინააღმდეგო სქესისგან განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობთ.
ლომი: დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ბიზნესპარტნიორებთან, კოლეგებთან. ახლობლები სასიამოვნოდ გაგაოცებენ.
ქალწული: დილა ახალი პროექტების განხილვას დაუთმეთ, საღამო - დასვენებას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. საღამოს რომანტიკული პაემანი მოიწყვეთ.
სასწორი: კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის. ზოგიერთი სასიყვარულო ურთიერთობას გააბამს კოლეგასთან. ახლობლებს თქვენი რჩევა დასჭირდებათ.
მორიელი: წარმატება გელით საქმეებში. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად ახალი შემოსავლის წყაროს საძიებლად. შეყვარებულები ქორწინებაზე დაფიქრდებიან, დაქორწინებულები - ბავშვის გაჩენაზე.
მშვილდოსანი:დილა სასიამოვნო ამბით დაიწყება. სამსახურის მაძიებლები ახლობლების დახმარებით სამუშაოს იშოვიან. შეყვარებულებმა საყვარელ ადამიანს დაქორწინება შესთავაზეთ.
თხის რქა:ახალ სამსახურს ან საქმიანობას წამოიწყებთ, რაც გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას და სოციალურ სტატუსსაც აგიმაღლებთ. თავისუფალი დრო ბინის კეთილმოწყობას დაუთმეთ.
მერწყული: კარგი დღეა მშენებლობისთვის, საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. სხვა დღისთვის არ გადადოთ მნიშვნელოვანი საქმების მოგვარება. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტი მოთმინება გმართებთ.
თევზები: თქვენი შრომა დაფასდება და დღეს ან დაგაწინაურებენ, ან პირად საქმეს წამოიწყებთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.