-
2015-11-11 14:43
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური მისი ხმის ნიმუშის ასაღებად იბარებენ.
,,დღეს, საღამოს 9 საათსა და 30 წუთზე გაისმა ზარი ჩემს კარებზე, გავაღე კარი და დამხვდა უშიშროების სამსახურის ორი წარომადგენელი ახალი უწყებით ხელში, ხმის ნიმუშის ჩაბარებასთან დაკავშირებით. ამაზე ცინიკური რა შეიძლებოდა ყოფილიყო?
სიმღერა ხომ ამიკრძალეს, ახლა თურმე ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ჩემი ხმა აინტერესებთ, უშიშროების სამსახურია! შეგიძლიათ ჩემს დისკებს მოუსმინოთ, ბატონებო, რთული არ იქნება შედარება, შეადარეთ, თან ხარისხიან მუსიკასაც მოისმენთ!"-წერს ნიჟარაძე.