
ცხინვალში მდებარე ბორის ჩოჩიევის სახლის ეზოში გამთენიისას ყუმბარა აფეთქდა. არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ ბორის ჩოჩიევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსია.
„აფეთქება &:08 საათზე გაისმა, წინასწარი ინფორმაციით, ხელყუმბარა აფეთქდა. მსხვერპლი ან დაშავებულები არ არიან, აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია“, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
ამავე რესურსის ცნობით, „პრეზიდენტმა“ თიბილოვმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და აპირებს დააყენოს საკითხი, შეიქმნას ოპერატიულ–სამძებრო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში გამოიძიებს მომხდარ ფაქტს.