
სოჭმა, როგორც ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელმა ქალაქმა, ინფრასტრუქტურის კუთხით ბევრს გაუწბილა იმედები, ბევრს კი, ძირითადად, ზამთრის მზეს დანატრებულებს, ხალისიანი განწყობა შეუქმნა.
სპორტსმენები და უბრალოდ, სხვადასხვა დელეგაციის წევრები ინტერნეტში ხშირად ავრცელებენ ფოტოებს, სადაც ასახულია, როგორ ეფიცხებიან თებერვლის მზეს უცხოელი და რუსი სპორტსმენები და მოქალაქეები. სოჭში ტემპერატურამ +20–ს მიაღწია.