
კიროვის ოლქის პროკურატურამ საგანმანათლებლო ორგანიზაციის ვებ–გვერდზე, სადაც საშუალო სკოლის მონაცემები იყო შეტანილი, ბორდელს მიაკვლია: საიტზე სექსუალური მომსახურების შესახებ განცხადებები ქვეყნდებოდა.
გაირკვა, რომ კიროვის ოლქის ცალკეული მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის თავისუფალი იყო წვდომა საიტებზე, რომლებიც პორნოგრაფიის ელემენტებს შეიცავდა.
სკოლების ვებ–გვერდებზე ზოგიერთ შემთხვევაში მითითებული იყო, რომ ხელმძღვანელობა იხსნის პასუხისმგებლობას ამა თუ იმ საიტზე მოსწავლეების რეგისტრაციისა და თავისუფალი წვდომის გამო.