-
2015-11-06 23:33
ტვ "იმედის" ახალ პოლიტიკურ თოქშოუში "პოლიტიკა" ერთერთმა წამყვანმა თეონა გეგელიამ ირონიული დამოკიდებულება ვერ დამალა იმის გამო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი-2" ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.
გადაცემის სტუმრის, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ფრაზაზე იმის შესახებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არა ღამით, არამედ 17:00 საათზეა მიღებული, ხოლო დეპუტატების ნაჩქარევი განცხადებები ღამის გადაწყვეტილების შესახებ მოწმობს, რომ კოალიციაში არ იცოდნენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე, თეონა გეგელიამ ირონიული ღიმილით უპასუხა: "რუსთავი-2"-ს ბიძინა ივანიშვილზე აქვს ეჭვი და არა კოალიციაზე".
გადაცემაში თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ვიღაცას სურს, მოსახლეობა კოლექტიურ ისტერიკაში ჩავარდეს. მისი თქმით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ორივე მხარე იყენებს სამართლებრივ ბერკეტებს, ხოლო მთავრობა დგას იქ, სადაც უნდა იდგეს. მისივე თქმით, ღამით დაკავებები, ნოტარიუსის მოყვანა და წილებისა და ქონების გადაფორმება წარსულს ჩაბარდა და არასდროს მოხდება.
გადაცემის ორი წამყვანიდან არც თეონა გეგელიას, არც შალვა რამიშვილს მინისტრისთვის არ შეუხსენებიათ, რომ სწორედ მისი მონაწილეობით დააკავეს შუაღამისას თავდაცვის მინისტრის კაბინეტში გაერთიანებული შტაბის მოქმედი ხელმძღვანელი, გენერალი გიგი კალანდაძე.