რა გელით სიყვარულში, ოჯახსა და კარიერაში - ნოემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

Image

ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სხვათა აზრს. იმუშავეთ საკუთარ პროექტებზე და მოერიდეთ გარშემომყოფთა კრიტიკას. დრო ყველას საკუთარ ადგილს მიუჩენს. "მარაო.ჯი" გთავაზობთ ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

 

ვერძი: "ღამის რეჟიმიდან" "დღის რეჟიმზე" უნდა გადაერთოთ 

ბიზნესი და ფინანსები
ძირითადად, ღამე მუშაობდით. ახლა ეს დრო დასვენებას დაუთმეთ. სამსახურში საკმაოდ დატვირთული იქნებით. ამიტომ საოჯახო საქმეების შესრულება სხვებს უნდა გადააბაროთ. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ და მით უმეტეს, სხვათა მიერ შესრულებულ სამუშაოს. 

ჯანმრთელობა
ისეთი დაკავებული იქნებით საქმეებით, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროც არ დაგრჩებათ. 

სიყვარული და ოჯახი
ყველას ჰაერივით დასჭირდებით. ოჯახის მატერიალური კეთილდღეობისთვის თავად იზრუნებთ ისე, რომ მეუღლესაც კი იხსნით ფინანსური კრიზისიდან. 

კურო: კარიერა ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე წინ დააყენეთ 

ბიზნესი და ფინანსები
განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა განვლოთ მზისა (13 ნოემბერი) და მთვარის (28 ნოემბერი) დაბნელება. ნუ შეეჭიდებით რთულ პროექტებს, მაგრამ აღებული სამუშაო კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულეთ. თვის ბოლოსთვის გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. 

ჯანმრთელობა
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით 22 ნოემბრამდე. გამოიკვლიეთ თირკმელები. 

სიყვარული და ოჯახი
მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან, ნუ გააღრმავებთ მას. შეაკეთეთ ტექნიკა და ავტომობილი. 

ტყუპი: მოაწესრიგეთ საკუთარი საბუთები, საქმეები, ნივთები 

ბიზნესი და ფინანსები
სამსახურში სერიოზული ცვლილებები გელით. უფროსის შენიშვნა რომ აიცილოთ, მაქსიმალურად მოწესრიგებული უნდა იყოთ. თუ გსურთ მომავალ წელს წარმატებასა და სიმდიდრეს მიაღწიოთ, ახლავე უნდა დაიწყოთ შრომა. 

ჯანმრთელობა
დასვენების დღეები შინ გაატარეთ. წაიკითხეთ წიგნები, გამოიძინეთ, რაც დასვენების საუკეთესო საშუალებაა და არაფერი შეგაწუხებთ. 

სიყვარული და ოჯახი
მარტოხელა ტყუპი მეწყვილეს იპოვის. რომანტიკისა და ნეტარების პერიოდი დაგიდგათ, მაგრამ ქორწინებას მაინც ნუ იჩქარებთ. 

კირჩხიბი: ფინანსური ოპერაციები სხვა დროისთვის გადადეთ. 

ბიზნესი და ფინანსები
დასვენებაზე უფრო ხშირად ფიქრობთ, ვიდრე მუშაობაზე. შეამცირეთ ხარჯები. თქვენი ძირითადი პრობლემა ისაა, რომ უაზროდ იცით ფულის ხარჯვა. 

ჯანმრთელობა
სერიოზული საფრთხე არ გემუქრებათ. გადაღლილობა უარყოფითად მოქმედებს თქვენს მუშაობაზე. კარგს იზამთ, თუ რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გაემგზავრებით. 

სიყვარული და ოჯახი
ნუ მიატოვებთ ახლობლებს გაჭირვებაში. ფინანსური დახმარების გარდა, აღმოუჩინეთ მორალური მხარდაჭერა. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. 

ლომი: ღირებულებების გადაფასების დრო დაგიდგათ 

ბიზნესი და ფინანსები
საქმეები კი მოგემატებათ, მაგრამ ფინანსური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ. გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი; მიეცით ადამიანებს შეცდომების გამოსწორების შანსი. 

ჯანმრთელობა
მზისა და მთვარის დაბნელება თქვენზეც იქონიებს გავლენას, მაგრამ მეტად დაისვენეთ და კრიზისსაც ადვილად გაუმკლავდებით. 

სიყვარული და ოჯახი
საცხოვრებლის შეცვლა ან რემონტის დაწყება თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებასა და ხარჯს მოითხოვს. ყურადღება გმართებთ საჭესთან. 

ქალწული: სწავლისთვის ხართ დაბადებული და ამას ნოემბერში უფრო მძაფრად იგრძნობთ 

ბიზნესი და ფინანსები
კარგი პერიოდია სწავლისთვის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რაც სასიკეთოდ წაადგება თქვენს საქმიანობას. განრიგი ისე შეადგინეთ, რომ დასვენებისა და გართობისთვისაც მოიცალოთ. 

ჯანმრთელობა
გათავისუფლდით მავნე თვისებებისგან. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. 

სიყვარული და ოჯახი
მოერიდეთ კონფლიქტს რელიგიურ თემაზე. საუკეთესო მეგობრები გაჭირვებაში არ მიგატოვებენ. 

სასწორი: ემოციებს თუ გაუმკლავდებით, სიტუაციასაც გააკონტროლებთ 

ბიზნესი და ფინანსები
კრიზისი დაძლეულია. ადვილად შეძლებთ სამოსისა და აქსესუარების ყიდვას. რაც შეეხება სამსახურს, მოსალოდნელია კადრების, უფროსის შეცვლა, რაც თქვენზეც იქონიებს გავლენას. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კრიტიკისა და ჭორების გავრცელებისგან. 

ჯანმრთელობა
თუ ყურადღებას არ მიაქცევთ ავადმყოფობის მცირე სიგნალებს, მდგომარეობა გაგირთულდებათ. 

სიყვარული და ოჯახი
მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახს, შვილებს. ნოემბერი გაჩვენებთ, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვის უნდა ჩამოშორდეთ. მოსალოდნელია დრამატული სიტუაციები როგორც თქვენი, ასევე მეგობრების ცხოვრებაში. 

მორიელი: თავს დამოუკიდებელ და ჩამოყალიბებულ ადამიანად იგრძნობთ 

ბიზნესი და ფინანსები
სამსახურებრივ პრობლემებს მარტოც ართმევთ თავს. მზის დაბნელების დროს (13 ნოემბერი) მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. მოსალოდნელია ცვლილება როგორც თქვენს, ასევე თქვენი მშობლების, ხელმძღვანელის ცხოვრებაში. 

ჯანმრთელობა
მოწყენილობის გარდა, სხვა საფრთხე არ გემუქრებათ. 

სიყვარული და ოჯახი
მეუღლის არსებობის მიუხედავად, გულის სიღრმეში თავს მაინც მარტოსულ ადამიანად გრძნობთ. არც ხანმოკლე სასიყვარულო ინტრიგა მოგცემთ შვებას. სულიერი სიმარტოვის პერიოდი მოთმინებით უნდა გავლოთ. 

მშვილდოსანი: ენერგიული და ძლიერი ხართ. აირჩიეთ მიზანი და იბრძოლეთ მის მისაღწევად 

ბიზნესი და ფინანსები
აქტიურობის პერიოდი დაგიდგათ. თამამად წარუდგინეთ უფროსს თქვენი პროექტები. მზის დაბნელება თქვენზე დადებითად იმოქმედებს, მთვარის (28 ნოემბერი) დაბნელება მშვიდად განვლეთ. 

ჯანმრთელობა
მზისა და მთვარის დაბნელების პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით, თუ მძღოლი ხართ. შეიკავეთ ემოციები და გადაწყვეტილებები "ცივ გულზე" მიიღეთ. 

სიყვარული და ოჯახი
რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით. ზოგჯერ ყველაფრის მიტოვება და ახალ პარტნიორთან ახალი ცხოვრების დაწყება მოგინდებათ, ზოგჯერ ძველთან მოგინდებათ დაბრუნება. ქორწინება უკეთესი პერიოდისთვის დაგეგმეთ. 

თხის რქა: ყველა შანსი გაქვთ, რომ საკუთარ თავს კომფორტი მოუწყოთ 

ბიზნესი და ფინანსები
დასვენების დრო დაგიდგათ. შესაძლოა, მხოლოდ რჩევისთვის მოგაკითხონ. ეს პერიოდი საკუთარ თავს დაუთმეთ. კარგი პერიოდია ცოდნის გაღრმავებისთვის. 

ჯანმრთელობა
ისწავლეთ თბილი სამოსის ჩაცმა. გაუფრთხილდით ხერხემალს. 

სიყვარული და ოჯახი
მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. უხეშად ნუ ჩაერევით ახლობლების ცხოვრებაში. თუ არ გსურთ საყვარელი ადამიანის დაკარგვა, გაუფრთხილდით ურთიერთობებს. 

მერწყული: მზად უნდა იყოთ ნებისმიერი ცვლილებისთვის

ბიზნესი და ფინანსები
გართულებები სამსახურში და ოჯახში მოსვენებას დაგიკარგავთ. სიტუაცია 22 ნოემბრის შემდეგ უკეთესობისკენ შეიცვლება. ყოველთვის იდეების გენერატორი იყავით და ახლაც მოწოდების სიმაღლეზე ხართ. 

ჯანმრთელობა
ხშირად დაისვენეთ და მოერიდეთ გადაძაბვას. სუფთა ჰაერზე ვარჯიში ენერგიით აგავსებთ. 

სიყვარული და ოჯახი
22 ნოემბრის შემდეგ სასიყვარულო ურთიერთობებშიც "დათბება". მანამდე კი თავი შეიკავეთ მკვეთრი განცხადებებისგან და მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნეთ. 

თევზები: პირში წყალი უნდა ჩაიგუბოთ 

ბიზნესი და ფინანსები
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სხვათა აზრს. იმუშავეთ საკუთარ პროექტებზე და მოერიდეთ გარშემომყოფთა კრიტიკას. დრო ყველას საკუთარ ადგილს მიუჩენს. სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლისა და სტაჟირების შანსი მიეცემათ. 

ჯანმრთელობა
გადაღლილი ხართ და უმნიშვნელო თავის ტკივილიც კი მწვავე ვირუსად გეჩვენებათ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს. 

სიყვარული და ოჯახი
საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ მოგზაურობა საზღვარგარეთ. მეტი დრო გაატარეთ ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, სადაც დადებითი ენერგიით აივსებით.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !