ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი პირუტყვის საძოვრად იქცა (ვიდეო)

Image

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომლის მთლიანი მოცულობა 26 ჰექტარს შეადგენს, განადგურების პირასაა. რეპორტაჟს ბოტანიკური ბაღიდან ზუგდიდის დამოუკიდებელი ტელეკომპანია "ოდიში" აქვეყნებს.

 

ეკალ-ბარდებით დაფარული ტერიტორია, გამხმარი ბზა, გაუსხვლელი ხეები და დაბინძურებული ხელოვნური ტბა,მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა,  ესაა ზუგდიდელების სავიზიტო ბარათის - ბოტანიკური ბაღის დღევანდელი სახე. 

 

უფრო მეტიც, ბაღი მოსახლეობამ ოთხფეხა ცხოველების საძოვრად აქცია. 2012 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ბოტანიკური ბაღის მოვლა-რეკონსტრუქცია იყო. დაბინძურებული ბაღის გამო უკმაყოფილებას მოსახლეობაც გამოთქვამს.

 

ადგილობრივები ამბობენ,რომ ბოტანიკური ბაღი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობისაა და ის იდეალურად სუფთა უნდა იყოს. საპირისპიროს ამბობს ქალაქის მერი. მისი განმარტებით,ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი სწორედ ბაღში ჩატარებული სამუშაოებისთვის დაიხარჯა,კერძოდ ტბის აღდგენისთვის.

 

ასევე განმარტავს, რომ ბაღში დასუფთავების სამუშაოები ყოველთვე ეწყობა. გოგოხია აცხადებს,რომ ბაღში  საქონლის შეყვანა აკრძალულია, თუმცა ასეთი ფაქტები ადრეც გამოვლინდა და  კვლავ დაფიქსირების შემთხვევაში საქონლის მეპატრონე აუცილებლად დაჯარიმდება.

 

მერის განმარტებები სხვაა, ფაქტი კი სხვა. კადრებიდან ბოტანიკურ ბაღში არსებული რეალური მდგომარეობა ნათლად ჩანს.სანამ ბაღს რეკონსრტრუქციის სამუშაოები ჩაუტარდება,მოსახლეობა მის დასუფთავებას და მოვლა-პატრონობას ითხოვს.

 

ტვ "ოდიში", სიუჟეტი საინფორმაციო გამოშვებიდან

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !