
სამტრედიის წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლში ხუთი ადამიანი მძიმე ვირუსის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 5 ბენეფიციარი მაღალი სიცხეებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს.
წინასწარი ინფორმაციით, პაციენტებს მეოთხე ჯგუფის ვირუსი დაუდგინდათ, რომელიც ე.წ. ღორის გრიპის სახელითაა ცნობილი.