
უკრაინულ ინტერნეტსივრცეში პოპულარულია ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შეწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ, როგორც კი დარბაზში უკრაინის ჰიმნი გაისმა.
ინტერვიუში ოდესის ოლქის გუბერნატორი მის შესაძლო გაპრემიერებაზე საუბრობდა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არა აქვს მსგავსი გლობალური ამბიცია, თუმცა, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც პრემიერმინისტრად მისი დანიშვნა მოითხოვა.