-
2015-08-31 01:30
პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის ანჟელა ვასილენკოს ხელის მოწერის რიტუალის შემდეგ თეა წულუკიანმა კომენტარში აღნიშნა, რომ მომღერალმა ახალ თაობას მაგალითი მისცა.
პაატა ბურჭულაძე და ანჟელა ვასილენკო ჯვარდაწერილები არიან და თანაცხოვრების 20 წელზე მეტი აკავშირებთ, თუმცა, სამოქალაქო წესით ხელი მხოლოდ დღეს მოაწერეს.
"... ძალიან მიხარია, რომ მან (პაატა ბურჭულაძემ, - რედ.) დღეს მაგალითი მისცა ახალგაზრდა თაობებებს, რომ რა თქმა უნდა, აუცილებელია ჯვრისწერა, რომელ რელიგიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდე, მაგრამ ასევე, აუცილებელია, რომ კანონის წინაშე, სამოქალაქო წესით დაქორწინდე, იმისთვის, რომ სახელმწიფოს წინაშე არსებობდეს ოჯახი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.